ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკის კვლევის ანგარიში
Sunday, April 14, 2019
Friday, February 8, 2019
Friday, May 26, 2017
მეცხრე დღის რეფლექსია
ტრენინგის ბოლო შეხვედრა დავიწყეთ ნამუშევრების პრეზენტაციით. აქტივობა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. პრეზენტაციისას აშკარად გამოჩნდა მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული დეტალების ეფექტურობა. ნამუშევრები დახვეწილი, მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული და შედეგებზე ორიენტირებული გახდა.
ვისწავლეთ ნამუშევრების ბლოგზე ატვირთვა და დავდეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე.
გავლილი ტრენინგი ჩემთვის ძალიან საჭირო იყო. ახლებურად დავინახე პროექტებით სწავლების ეფექტურობა, აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევებსა და შენიშვნებს, დავგეგმავ ინტეგრირებულ პროექტებსაც.
უღრმეს მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებსა და განსაკუთრებით ქ-ნ შორენა ბადურაშვილს გულისხმიერებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის!
წარმატებებს ვუსურვებ ჯუფის წევრებსა და მათს მოსწავლეებს!

Saturday, May 13, 2017
მერვე დღის რეფლექსია
გამოკითხვის ფორმა
მერვე სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ძალიან საინტერესო მოდული: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. შევისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
პირველ რიგში, გავეცანით ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სტანდარტებს; განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და სტრატეგიების მაგალითები.
ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის მომზადება, გაზიარება; ბლოგზე გვერდების დამატება. დღევანდელი ცოდნა აუცილებლად გამომადგება პროექტებზე მუშაობისას. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს, ქ-ნ შორენა ბადურაშვილს!

მეშვიდე დღის რეფლექსია
პროექტის გეგმა
პრეზენტაცია
რეფლექსია: მისალმების შემდეგ გავეცანით ერთმანეთის მიერ მომზადებულ მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშებს; დავიწყეთ ტრენინგის მეექვსე მოდული; შევავსეთ გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა დიფერენცირებულ სწავლებას, შევავსეთ შესაფერისი გრაფები გეგმაში. მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით პრეზენტაციის დამხმარე შაბლონი, გამოვიყენეთ ტრენერის პრაქტიკული რჩევები. ჩვენი მომზადებული პრეზენტაცია და გეგმა ავტვირთეთ ბლოგზე.
დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, დიდი მადლობა ქ-ნ შორენა ბადურაშვილს საინტერესო და პრაქტიკული რჩევებისათვის.
Saturday, May 6, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
დასაწყისში ვისაუბრეთ შესრულებულ დავალებაზე, შევავსეთ გეგმის ნაწილი, ვისწავლეთ ბლოგზე კომენტირება. შემდეგ გავიარეთ ტრენინგის მესამე მოდული, რომელმაც შეგვასწავლა ინტერნეტის გამოყენება, როგორც საძიებო სისტემისა და საკომუნიკაციო საშუალებისა. ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს პროექტებში, მაგალითად, ელექტრონული კითხვარებისა და ბლოგების სახით. შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას, მოვიძიეთ პროექტისათვის საჭირო სურათები, შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმა. გავეცანით ასევე მეოთხე მოდულის ფარგლებში მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშებს.
Sunday, April 30, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
მისალმების შემდეგ გავეცანით პედაგოგების მიერ მომზადებულ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს, ვისაუბრეთ რჩევებსა და შენიშვნებზე. შემდეგ გადავედით მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე. გავეცანით შეფასების მეთოდების მიზნებს, თავად მეთოდებს, ინსტრუმენტებს. შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი მეთოდები, ინსტრუმენტები და შევავსეთ გეგმა. მივიღეთ დავალება: აღვწეროთ პროექტის შინაარსი, შეფასების მოკლე მონახაზი, ასევე სასწავლო პროცედურები.
Saturday, April 29, 2017
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო პედაგოგების მიერ მოფიქრებული თემების მოსმენით, აზრთა გაზიარებით. შემდეგ განვიხილეთ დღის მიზნები, დავიწყეთ ტრენინგის მეორე მოდული, შევასრულეთ ორი აქტივობა: სტანდარტების გათვალისწინება და მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება მოსწავლეთა ჩართულობისათვის.
შემდეგ შევავსეთ პროექტის გეგმა, შევარჩიეთ სტანდარტები; დეტალურად განვიხი-ლეთ საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სპეციფიკა. ვიმსჯელეთ და შევადგინეთ კითხვები ჩვენი პროექტებისათვის.
შემდეგ შევავსეთ პროექტის გეგმა, შევარჩიეთ სტანდარტები; დეტალურად განვიხი-ლეთ საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სპეციფიკა. ვიმსჯელეთ და შევადგინეთ კითხვები ჩვენი პროექტებისათვის.
Sunday, April 23, 2017
ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, დავასრულეთ პირველი მოდულის აქტივობები: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე, მო-ვამზადეთ პუბლიკაცია. მეცადინეობა, ძირითადად, პრაქტიკულად მიმდინარეობდა, რამაც გაგვიმყარა მიღებული ცოდნა. გავეცანით ვიდეოგაკვეთილებს, ბუკლეტის სხვა-დასხვა ნიმუშს; განვიხილეთ პროექტის გეგმა და რესურსები, მივიღეთ სასარგებლო რჩევები, რათა პროექტის დაგეგმვა და განხორციელება გაგვიიოლდეს და კარგი შედეგი მივიღოთ. შემდეგი შეხვედრისათვის მოგვეცა საშინაო დავალება.
Saturday, April 22, 2017
პირველი დღის რეფლექსია
ტრენინგის პირველი დღე მოიცავდა მონაწილეთა, პროექტის მიზნების, ამოცანებისა და Viever-ის სახელმძღვანელოს შინაარსის გაცნობას. საინტერესო აღმოჩნდა რესურსები, რომლებიც დამატებით მასალად ახლავს შესავალ ნაწილს. მათი ნაწილი, როგორც აუცილებლად გამოსაყენებელი, შევინახეთ ახალ გახსნილ საქაღალდეში. განსაკუთრე-ბით დამაინტერესა პროექტის გეგმის შაბლონმა, რომელიც, ჩემი აზრით, სრულად ასა-ხავს მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ გაწეულ სამუშაოს, წარმოაჩენს კონკრეტული პროექტის არსს.
საყურადღებოა პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაც, რომელიც დამეხმარება პროექტის დაგეგმვასა და სრულყოფილად გაფორმებაში. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამაფიქრა პროექტის როლზე სასწავლო პროცესში. აუცილებლად გამოვიყენებ მოცემულ რჩევებს, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ მაღალი სააზროვნო უნარებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისას დამხმარე მრავალფეროვან აქტივობებს.

Subscribe to:
Posts (Atom)
პრაქტიკის კვლევის ანგარიში
ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკის კვლევის ანგარიში
-
გამოკითხვის ფორმა მერვე სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ძალიან საინტერესო მოდული: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. შევისწავლეთ, რ...
-
მისალმების შემდეგ გავეცანით პედაგოგების მიერ მომზადებულ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს, ვისაუბრეთ რჩევებსა და შენიშვნებზე. შემდეგ ...
-
ტრენინგი დაიწყო პედაგოგების მიერ მოფიქრებული თემების მოსმენით, აზრთა გაზიარებით. შემდეგ განვიხილეთ დღის მიზნები, დავიწყეთ ტრენინგის მეორე მო...