Friday, May 26, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

  ტრენინგის ბოლო შეხვედრა დავიწყეთ ნამუშევრების პრეზენტაციით. აქტივობა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. პრეზენტაციისას აშკარად გამოჩნდა მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული დეტალების ეფექტურობა. ნამუშევრები დახვეწილი, მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული და შედეგებზე ორიენტირებული გახდა.
  ვისწავლეთ ნამუშევრების ბლოგზე ატვირთვა და დავდეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე.
  გავლილი ტრენინგი ჩემთვის ძალიან საჭირო იყო. ახლებურად დავინახე პროექტებით სწავლების ეფექტურობა, აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევებსა და შენიშვნებს, დავგეგმავ ინტეგრირებულ პროექტებსაც.
   უღრმეს მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებსა და განსაკუთრებით ქ-ნ შორენა ბადურაშვილს გულისხმიერებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის!
    წარმატებებს ვუსურვებ ჯუფის წევრებსა და მათს მოსწავლეებს!

 

Saturday, May 13, 2017

მერვე დღის რეფლექსია

გამოკითხვის ფორმა

     მერვე სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ძალიან საინტერესო მოდული: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. შევისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
   პირველ რიგში, გავეცანით ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სტანდარტებს; განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და სტრატეგიების მაგალითები.
   ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის მომზადება, გაზიარება; ბლოგზე გვერდების დამატება. დღევანდელი ცოდნა აუცილებლად გამომადგება პროექტებზე მუშაობისას.      დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს, ქ-ნ შორენა ბადურაშვილს!
 

მეშვიდე დღის რეფლექსია


პროექტის გეგმა

პრეზენტაცია


რეფლექსია: მისალმების შემდეგ გავეცანით ერთმანეთის მიერ მომზადებულ მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშებს; დავიწყეთ ტრენინგის მეექვსე მოდული; შევავსეთ გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა დიფერენცირებულ სწავლებას, შევავსეთ შესაფერისი გრაფები გეგმაში.  მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით პრეზენტაციის დამხმარე შაბლონი, გამოვიყენეთ ტრენერის პრაქტიკული რჩევები. ჩვენი მომზადებული პრეზენტაცია და გეგმა ავტვირთეთ ბლოგზე.
 დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, დიდი მადლობა ქ-ნ შორენა ბადურაშვილს საინტერესო და პრაქტიკული რჩევებისათვის.



















































Saturday, May 6, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

დასაწყისში ვისაუბრეთ შესრულებულ დავალებაზე, შევავსეთ გეგმის ნაწილი, ვისწავლეთ ბლოგზე კომენტირება.  შემდეგ გავიარეთ  ტრენინგის მესამე მოდული, რომელმაც შეგვასწავლა ინტერნეტის გამოყენება, როგორც საძიებო სისტემისა და საკომუნიკაციო საშუალებისა. ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს პროექტებში, მაგალითად, ელექტრონული კითხვარებისა და ბლოგების სახით. შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას, მოვიძიეთ პროექტისათვის საჭირო სურათები, შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმა. გავეცანით ასევე მეოთხე მოდულის ფარგლებში მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშებს.

Sunday, April 30, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

მისალმების შემდეგ გავეცანით პედაგოგების მიერ მომზადებულ მიმართულების მიმცემ საკვანძო  შეკითხვებს, ვისაუბრეთ რჩევებსა და შენიშვნებზე. შემდეგ გადავედით მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე. გავეცანით შეფასების მეთოდების მიზნებს, თავად მეთოდებს, ინსტრუმენტებს. შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი  მეთოდები, ინსტრუმენტები და შევავსეთ გეგმა. მივიღეთ დავალება: აღვწეროთ პროექტის შინაარსი, შეფასების მოკლე მონახაზი, ასევე  სასწავლო პროცედურები.

პრაქტიკის კვლევის ანგარიში

ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკის კვლევის ანგარიში