ტრენინგის ბოლო შეხვედრა დავიწყეთ ნამუშევრების პრეზენტაციით. აქტივობა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. პრეზენტაციისას აშკარად გამოჩნდა მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული დეტალების ეფექტურობა. ნამუშევრები დახვეწილი, მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული და შედეგებზე ორიენტირებული გახდა.
ვისწავლეთ ნამუშევრების ბლოგზე ატვირთვა და დავდეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე.
გავლილი ტრენინგი ჩემთვის ძალიან საჭირო იყო. ახლებურად დავინახე პროექტებით სწავლების ეფექტურობა, აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევებსა და შენიშვნებს, დავგეგმავ ინტეგრირებულ პროექტებსაც.
უღრმეს მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებსა და განსაკუთრებით ქ-ნ შორენა ბადურაშვილს გულისხმიერებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის!
წარმატებებს ვუსურვებ ჯუფის წევრებსა და მათს მოსწავლეებს!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
პრაქტიკის კვლევის ანგარიში
ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკის კვლევის ანგარიში
-
გამოკითხვის ფორმა მერვე სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ძალიან საინტერესო მოდული: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. შევისწავლეთ, რ...
-
მისალმების შემდეგ გავეცანით პედაგოგების მიერ მომზადებულ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს, ვისაუბრეთ რჩევებსა და შენიშვნებზე. შემდეგ ...
-
ტრენინგი დაიწყო პედაგოგების მიერ მოფიქრებული თემების მოსმენით, აზრთა გაზიარებით. შემდეგ განვიხილეთ დღის მიზნები, დავიწყეთ ტრენინგის მეორე მო...
No comments:
Post a Comment