Sunday, April 30, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

მისალმების შემდეგ გავეცანით პედაგოგების მიერ მომზადებულ მიმართულების მიმცემ საკვანძო  შეკითხვებს, ვისაუბრეთ რჩევებსა და შენიშვნებზე. შემდეგ გადავედით მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე. გავეცანით შეფასების მეთოდების მიზნებს, თავად მეთოდებს, ინსტრუმენტებს. შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი  მეთოდები, ინსტრუმენტები და შევავსეთ გეგმა. მივიღეთ დავალება: აღვწეროთ პროექტის შინაარსი, შეფასების მოკლე მონახაზი, ასევე  სასწავლო პროცედურები.

Saturday, April 29, 2017

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო პედაგოგების მიერ მოფიქრებული თემების მოსმენით, აზრთა გაზიარებით. შემდეგ განვიხილეთ დღის მიზნები, დავიწყეთ ტრენინგის მეორე მოდული, შევასრულეთ ორი აქტივობა: სტანდარტების გათვალისწინება და მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება მოსწავლეთა ჩართულობისათვის.
  შემდეგ შევავსეთ პროექტის გეგმა, შევარჩიეთ სტანდარტები; დეტალურად განვიხი-ლეთ საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სპეციფიკა. ვიმსჯელეთ და  შევადგინეთ კითხვები ჩვენი პროექტებისათვის.

Sunday, April 23, 2017

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია


დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, დავასრულეთ  პირველი მოდულის აქტივობები: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე,  მო-ვამზადეთ პუბლიკაცია. მეცადინეობა, ძირითადად, პრაქტიკულად მიმდინარეობდა, რამაც გაგვიმყარა მიღებული ცოდნა. გავეცანით ვიდეოგაკვეთილებს, ბუკლეტის  სხვა-დასხვა ნიმუშს; განვიხილეთ პროექტის გეგმა და რესურსები, მივიღეთ სასარგებლო რჩევები, რათა პროექტის დაგეგმვა და განხორციელება გაგვიიოლდეს და კარგი შედეგი მივიღოთ. შემდეგი შეხვედრისათვის მოგვეცა  საშინაო დავალება.  

Saturday, April 22, 2017

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველი  დღე მოიცავდა მონაწილეთა, პროექტის  მიზნების, ამოცანებისა და  Viever-ის სახელმძღვანელოს შინაარსის გაცნობას. საინტერესო აღმოჩნდა რესურსები, რომლებიც დამატებით მასალად ახლავს შესავალ ნაწილს. მათი ნაწილი, როგორც აუცილებლად გამოსაყენებელი, შევინახეთ ახალ გახსნილ საქაღალდეში. განსაკუთრე-ბით დამაინტერესა პროექტის გეგმის შაბლონმა, რომელიც, ჩემი აზრით,  სრულად ასა-ხავს მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ გაწეულ სამუშაოს, წარმოაჩენს კონკრეტული პროექტის არსს.
    საყურადღებოა პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაც, რომელიც დამეხმარება პროექტის დაგეგმვასა და სრულყოფილად გაფორმებაში. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამაფიქრა პროექტის როლზე სასწავლო პროცესში. აუცილებლად გამოვიყენებ მოცემულ რჩევებს, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ მაღალი სააზროვნო უნარებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისას დამხმარე მრავალფეროვან აქტივობებს.

პრაქტიკის კვლევის ანგარიში

ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკის კვლევის ანგარიში